ძლიერმა ქარმა წყალტუბოს ორ სოფელში სკოლებს სახურავი გადახადა

597

ძლიერმა ქარმა წყალტუბოს ორ სოფელში – ქვილოშორში და რიონში სკოლებს სახურავი გადახადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც წყალტუბოს საგანმანთლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, რადგან საკლასო ოთხების მხარეს სახურავი დაზიანებული არაა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს საფრთხეს არ უქმნის.

შეგახსენებთ, რომ იმერეთში მეორე დღეა ძლიერი ქარია, რის გამოც არა ერთი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის, მოგლეჯილია ხეები.