ფოთის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

1118

ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ფარეშიშვილის თქმით, პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შეთავაზება მიიღო.

“ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხებში გიორგი ფარეშიშვილმა თანამდებობა დატოვა. იგი თავის საქმიანობას დედაქალაქში გააგრძელებს”, -აცხადებენ ფოთის მერიაში.

გიორგი ფარეშიშვილი მერის მოადგილის თანამდებობას 2018 წლის პირველი იანვრიდან იკავებდა.