ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

1170

წინა სტატია

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. პროექტს, კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა, ხოლო ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე 3 კომპანია გადავიდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტსი აცხადებენ, კომპანია “სმექი“ 1949 წელს  დაფუძნდა და ავსტრალიური კომპანიის – SJ ჯგუფის წევრია, რომელშიც  14,500-მდე პროფესიონალია დასაქმებული. კომპანია  40-ზე მეტ ქვეყანაში 130-მდე ოფისითაა წარმოდგენილი. „სმექი“ ცნობილი საკონსულტაციო კომპანიაა, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. მას 1949 წლიდან 1974 წლამდე პერიოდში განხორციელებული აქვს ავსტრალიაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსური ჰიდროელექტრო სამუშაოთა სქემა. კომპანიას დაპროექტებული აქვს ჯამში 145 კმ. გვირაბი, 2000 კმ. გზა და 80 კმ. აკვედუკი. “სმექი“-ს საქმიანობის სფეროს ხიდების გზების, აეროპორტების, რკინიგზის, გვირაბების, ჰესებისა და მეტროს პროექტირება წარმოადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა საშუალოდ 350-360  მილიონი დოლარია.

“სმექმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვან  ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია 7 თვეში უნდა მოამზადოს.

ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტის კონკურსი ორი ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე შეფასდა ტექნიკური წინადადებები (შეფასების წონა 80%-ით განისაზღვრა), ხოლო მეორე ეტაპზე – ფინანსური წინადადებები (შეფასების წონა – 20%-ს შეადგენდა).

პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა  ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორები მთავრობისგან გარკვეული რისკების დაზღვევას ითხოვენ. არასამთავრობო სექტორი კი მთავრობას ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივით მიმართავს.

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებსანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება შეძლოს.

რამდენიმე დღის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ვადებში დასრულდება, თუმცა ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლის თარიღის გადავადება არ გამორიცხა,