ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ ახალ საათს დადგამენ

260

ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში, ამაღლების სახელობის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს გზის დაგების შემდეგ ქუჩის საათი აიღეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ის საათი გაფუჭებულია და ამიტომ ახალს შეიძენენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კოსტავას ქუჩაზე, გასული წლის ნოემბერში დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, თუმცა ამ დრომე ქუჩის საათი არ დადგამთ.

“ყველამ იცის, რომ ეს საათი წლების მანძილზე დაზიანებული იყო, არ მუშაობდა და ფორმალურად იდგა იქ. ვეცადეთ აღგვედგინა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ამიტომ ახალს დავამონტაჟებთ“, – განაცხადაა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ საათიც და წრიულიც, მიმდინარე წელს მოეწყობა.