იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და პარტნიორ მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

787

ზესტაფონის, ჭიათურისა და ტყიბულის მერიებმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, “ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პროექტი სამივე ქალაქის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს დააფინანსებს, რომლებიც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებითა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით მომზადდება. პროექტის  საერთო ღირებულება 355 000 ევროა.

პროქტის ფარგლებში გაძლიერდება მუნიციპალიტეტების თანამშრმელთა და პარტნიორების უნარები დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ ინდუსტრიულ რევიტალიზაციასთან დაკავშირებული პროექტები, ისე რომ სარგებელი მიიღოს ადგილობრივმა საზოგადოებამ.

პროექტის პარტნიორები მდგრადი განვითარების ორგანიზაცია (საქართველო) და პოზნანის მეტროპოლიის ასოციაცია (პოლონეთი) არიან.

შეხვედრას ზესტაფონის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების პირველი პირები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლობა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და პარტნიორი ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

მემორანდუმს ხელი სამივე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს.