თბილისის მერი ტაქსების რეფორმით უკმაყოფილო მძღლებს რამდენიმე კაციანი ჯგუფის შექმნას და შეხვედრას სთავაზობს

746

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმით უკმაყოფილო მძღლებს რამდენიმე კაციანი ჯგუფის შექმნას და შეხვედრას სთავაზობს.

“გუშინ იყო აქცია. გამოსული იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ტაქსების რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ მზაობა შევხვედრილიყავთ ამ ადამიანებს. დღესაც გვაქვს მზაობა შევხვდეთ მათ, შეუძლიათ მათ გააკეთონ ხუთ კაციანი, ან ათკაციანი ჯგუფები, რომლებსაც ენდობიან და ნებისმიერ დროს, ჩვენ მზად ვართ მათ შევხვდეთ და მათ კითხვებს გავცეთ კომპეტენტური პასუხები. მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს მიმართულება არის დასარეგულირებელი და მოსაწესრიგებელი“, – განაცახდა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტაქსის რეფორმით უკმაყოფილო მძღოლები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მიმდინარეობისას დააკავეს ერთ-ერთი მძღოლი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება დაწესებულ რეგულაციებს არ გააუქმებს, შესაძლოა, “ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს.

ტაქსის მძროლებმა მიმდინარე რეგულაციებია რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიასთანაც გააპროტესტეს, რაზეც თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის გაპროტესტება მერიისთვის მიუღებელია.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში.