კალაძე: უახლოეს მომავალში მეტეხის გვირაბის რეაბილიტაცია დაიწყება

1521

წინა სტატია

მეტეხის გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მისი რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

“გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციოა. 2018 წელს მთავრობის დადგენილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ამ გვირაბის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და უახლოეს მომავალში დაიწყებენ სამუშაოებს. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებული გვირაბის მოწესრიგება. მძიმე მდგომარეობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ნაგავი იყო, რომელიც კლდიდან ჩამოსული წყლებით ტალახდებოდა და ამის გამო ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

“თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით, გარდა იმისა, რომ გვირაბი გაიწმინდება და მოირეცხება, ასევე, გამოიცვლება დაზიანებული სანათებიც.

შეგახსენებთ, რომ “თბილსერვის ჯგუფმა“ გვირაბი გუშინ გვიან ღამით, რამდენიმე საათით გადაკეტა და დაასუფთავა.