რა ეღირება და როდის ამოქმედდება ე.წ ქარშეარინგი?

1958

წინა სტატია

თბილისში “Car Sharing-ის” პროგრამა სრული დატვირთვით 6 აპრილის შემდეგ ამოქმედდება. ამის შესახებ გამოცემა BM.GE-ის “Icar-ის”დირექტორმა გიორგი ხუროძემ განუცხადა.  მისი განმარტებით, პროექტი სატესტო რეჟიმში მუშაობს და დადებითი გამოხმაურება აქვს.

Icar-ის დირექტორი ამბობს, რომ ჯამში პროგრამაში 3 000-მდე ელექტროავტომობილი იქნება ჩართული.

გამოცემა “BM.Ge-ის” ინფორმაციით, თანხის გადახდა სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც კილომეტრების, ასევე, დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

1 კმ – 40 თეთრი, 1 წუთი კი – 8 თეთრი ეღირება და ფასი ორივე კომპონენტის მიხედვით დათვლება. პროექტის პრეზენტაცია 6 აპრილს იგეგმება, რის შემდეგაც “Car Sharing-ის” პროგრამა სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.

ასევე, პროექტის ფარგლებში დედაქალაქში ელექტროდამტენების დამონტაჟებაა გათვალისწინებული, რომლითაც საწყის ეტაპზე ავტომობილის მფლობელები უფასოდ ისარგებლებენ.

როგორც მერიაში განმარტავენ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და მისი ვინაობა უახლოეს მომავალში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ Car Sharing-ის პროგრამა იანვარში თბილისის მერმა კახა კალაძემ დააანონსა.