“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი: ველოდებით მხოლოდ გამარჯვებას

წინა სტატია

“ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ არჩევნების მმართველი გუნდის სასარგებლოდ დასრულებას ელოდება. რისი შეცვლა სურს და რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტის განსავითარებლად, ჯერ არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ პროგრამაზე ცოტა მოგვიანებით ისაუბრებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ზოგადი მონახაზისგან თავს შევიკავებ. მირჩევნია კონკრეტული პროგრამა შემოგთავაზოთ. ველოდებით მხოლოდ გამარჯვებას. მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვის უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, თუმცა მე და ჩვენი გუნდი დარწმუნებული და მოტივირებული ვართ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

გიორგი შენგელიას კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი იქნება.

ასევე, ზუგდიდის მერობის სურვილი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ და იურისტმა მალხაზ ქუჩულორიამ გამოთქვეს, თუმცა კანდიდატად ისინი ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.

მსგავსი სიახლეები
ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ მარათონში და რა დაპირებები აქვთ მერობის კანდიდატებს? ამის შესახებ "TV25"
საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი
პარტია "ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ოლქში ხელშეუხებლობის განცდაა გაჩენილი, რაც
წინა სტატია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე
წინა სტატია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმში საკრებულოს სხდომა განახლებიდან მალევე ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს "ქართული
სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "ნაციონალური
ხულოს მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ბერიძემ პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ბერიძე გამარჯვების
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში
წინა სტატია "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიასა და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ზუგდიდში
წინა სტატია ათთვიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის საკრებულომ გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შეარჩია.
აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და ე.წ. ალტერნატიული მთავრობის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის
წინა სტატია რა სახელი და გვარიც არ უნდა აარჩიოს "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ
%d bloggers like this: