ზუგდიდის მერია: 2020-2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება დაიწყო

705

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2020-2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაიწყო, – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, მერის ბრძანების საფუძველზე პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით შექმნილმა  ჯგუფმა  სამუშაო შეხვედრა 22 მარტს გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე პრიორიტეტების შერჩევასა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის ღონისძიებები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერია 2020 წლიდან სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებას იწყებს.

“პრიორიტეტების შერჩევასა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს სთავაზობს ელექტრონულ ფორმატს რათა თითოეულმა დაინტერესებულმა ადამიანმა შეძლოს სამოქალაქო ინიციატივის დაფიქსირება”, – განმარტავენ მერიაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.