18 საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაზეც გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

783

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება.

სატენდერო წიმნადადებების მიღების ვადა 2 აპრილს იწურება. გორის მუნიციპალიტეტის მერიას 18 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 285 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

ბაღები, რომელთა რეაბილიტაციაც იგეგმება: შავშვების N2 საბავშვო ბაღი; ხიდისთავის საბავშვო ბაღი; ახალუბანის საბავშვო ბაღი; ახალდაბას საბავშვო ბაღი; ქიწნისის საბავშვო ბაღი; ძევერას საბავშვო ბაღი; კარალეთის N1 საბავშვო ბაღი; კარბის საბავშვო ბაღი; სვენეთის საბავშვო ბაღი; სკრის საბავშვო ბაღი; სათემოს საბავშვო ბაღი; ხელთუბნის საბავშვო ბაღი; შერთულის საბავშვო ბაღი; დიცის საბავშვო ბაღი; ზეღდულეთის საბავშვო ბაღი; შავშვების საბავშვო ბაღი; ფლავის საბავშვო ბაღი; ატენის საბავშვო ბაღი.