ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართება

1028

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შესაბამისი განკარგულებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართება.

ე.წ.საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთი თავის დამკვირვებლებს გაგზავნის.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტი ერთპალატიანია და 34 დეპუტატისგან შედგება.