გურჯაანის სოფელ ველისციხეში 55-მდე სახლის, თეატრისა და მოედნის რეაბილიტაცია იწყება (ვიდეო)

1214

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის, თეატრისა და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

გარდა სოფელ ველისციხისა ფონდი ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, უშგულის თემის სოფლებში (ჩვიბიანი, ჟიბიანი) და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

“ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქების ურბანული განახლების პროგრამის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს”, – განმარტავენ ფონდში.