თელავის სოფელ ყარაჯალში მიწის გასხვისებას აპროტესტებენ

893

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და 16 ჰექტარი მიწის კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფელი ძირითადად მეცხოველეობით ირჩენს თავს და სხვა ალტერნატიული ტერიტორია არ აქვს, სადაც პირუტყვის გამოკვებას შეძლებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები განმარტებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ და წინასაარჩევნო დაპირებას ახსნებენ.

“სოფლის ბოლოში 16 ჰექტარი მიწა არის სოფლის საკუთრება, ამდენი წელი ჩვენ ვიყენებდით. საარჩევნოდ მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლება დაკანონებას დაგვპირდა, თუმცა ახლა კერძო პირმა გალავანი შემოარტყა და ტრაქტორებს ამუშავებს. ვითხოვთ პასუხს, რატომ მოხდა ასე, სოფლის გამგებელი ვერაფერს გვპასუხობს. არ დავუშვებთ ამ მიწის დაკარგვას, მთელი სოფელი გამოვა”, – განაცხადა ადგილობრივმა ალავერდიხან თაფიროვმა.