დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და მინსკის ოლქის მიადელის რაიონს შორის მემორანდუმი გაფორმდა

711

ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მიადელის რაიონსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, მათი მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა მოაწერა.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ ურთიერთობას ისახავს მიზნად. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები გეგმავენ ეფექტურად გამოიყენონ ორივე მხარის პოტენციალი და აღიარონ საერთაშორისო კავშირების განმტკიცების აუცილებლობა.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელია.