საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს, შესაძლოა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭონ

851

დღეს ბიუროს სხდომაზე მთის კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებთათვის საშეღავათო პირობების შექმნას ითვალისწინებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუ მთის ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

ცვლილებების ავტორი დეპუტატი ოთარ კახიძეა და მისი ინიცირება დღევანდელ სხდომაზე მოხდება.