ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატი: ბრალდების მხარე ცდილობს, მოწმემ ჩვენება კარნახით და ზეწოლით მისცეს

წინა სტატია

პროკურორი ცდილობდა ექსპერტისთვის ეკარნახა, რა პასუხი გაეცა კითხვებზე, ვინაიდან ექსერტიზაში საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო, – ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ადვოკატმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზა არასრულყოფილადაა ჩატარებული.

“არასრულყოფილი ექაპერტიზა იყო ჩატარებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიებულ საქმეზე ექსპერტიზა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექსპერტიზამ ჩაატარა. შესაბამისად, თავად განსაჯეთ რამდენად სამართლიანი იქნება. ეს. კითხვები გვქონდა ექსპერტიზასთან დაკავშირებით რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ.

პროკურორი ცდილობდა, ექსპერტისთვის ეკარნახა, რა პასუხი გაეცა კითხვებზე, ვინაიდან ექსერტიზაში საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო. თითოეული მოწმე, რომელიც ცხადდება პროცესის განმავლობაში, მოუმზადებელია. ბრალდების მხარე ცდილობს, კარნახით და ზეწოლით მისცეს მოწმემ ჩვენება სასამართლოში”, – განაცხადა მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის თქმით, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი მაია მაისურაძე, რომელიც სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს, სასამართლოს
აჭარის მთავრობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ
დავა მთაწმინდის პარკსა და მერიას შორის გრძელდება. საბაგიროს მშენებლობა, რომელმაც ქალაქის ეს ნაწილი თბილისის ცენტრს
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ახალციხის ციხიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ინფორმაციას სამხრეთის
ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო. ყოფილმა თანამშრომელმა მაია მურუსიძემ მერიას დავა მეორე ინსტანციაშიც მოუგო.
წინა სტატია სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია “იმედის” მიერ
წინა სტატია ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან და ვიცემერთან გია გულორდავასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ
წინა სტატია ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მეუღლე ნანა თოდუა შესაბამის უწყებებს პატიმრობაში მყოფი ქმრის,
წინა სტატია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას,
წინა სტატია კომპანია "ანტ სტროი ლტდ 2016-ი“, რომელსაც ფოთის მერიამ ხელშეკურლება მალთაყვაში შეუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მეწყერსაშიშ ზონაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელსაც შპს "ლადა" აწარმოებდა, შეწყდა. ინფორმაციას იმედინიუსი
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცემერის გია გულორდავას
წინა სტატია სტატიის გაგრძელება სირცხვილია "ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგიას თანაგუნდელები, დღეს რომ ხმას არ იღებენ.
წინა სტატია ფოთის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, დოკუმეტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და
ყვარლის ბაღების გაერთიანების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ყვარლის მერს სასამართლოში უჩივის. მაია სამიტაშვილი ამბობს, რომ როსტომ
%d bloggers like this: