მარიამ ჯაში: ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია და დამატებითი ფართი სჭირდება

1021
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ქუთაისის საჯარო ბობლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება. ქუთაისის საჯარო ბობლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ქუთაისის წარმიომადგენლებმათ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიბლიოთეკა ერთ-ერთ პრობლემურ ობიექტად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის განხორციელება მალე დაიწყება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის შენობას არა მხოლოდ რეაბილიტაცია, არამედ საცავებისა და საგამოფენო ნაწილისთვის დამატებითი ფართი სჭირდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს საინტერესო კონსულტაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყებას შევძლებთ საკმაოდ მალე“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ქუთაიასის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის პრობლემის შესახებ განხილვები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებში მერიაში აცხადებდნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც, ბიბლიოთეკის ადგილმომაცვლეობა განიხილებოდა. ამასთან, ბიბლიოთეკისთვის დამატებითი ფართის გამოყოფის მოთხოვნით მერიამ  ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ბიბლიოთეკის სხვა ადგილზე  გადატანის მცდელობას კერძო ინტერესს უკავშირებდნენ ოპოზიციაში. მათი ვარაუდით, ადგილით ინვესტორი იყო დაინტერესებული. თუმცა სხვა შენობა ვერ მოიძებნა და ბიბლიოთეკა ამ დრომდე ძველ მისამართზეა.