ქართული კულინარიის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ

909

მსოფლიოში ცნობილი მზარეულების საერთაშორისო ქსელი “Cook Concern“ საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა. ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს Netflix-ს და Amazon-ს შესთავაზებენ.

როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, “Cook Concern“ დოკუმენტურ ფილმების სერიალს იღებს, სადაც ერთ-ერთი სერია საქართველოს დაეთმობა. მათი ინფორმაციით, დოკუმენტურ ფილმში საქართველოს ტურისტული მიმართულებები, კულტურა, ეკოლოგია და კულინარია იქნება წარმოდგენილი.

“დოკუმენტურ ფილმზე გამოცდილი რეჟისორები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის სხვადასხვა პროექტში იყვნენ ჩართულები. გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს და ქვეყნის კულინარიას და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნენ. ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს Netflix-ს და Amazon-ს შესთავაზებენ“,- განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში,