დატბორილი სარდაფების გამო შექმნილი ანტისანიტარია ბათუმში (ვიდეო)

917

გაუსაძლისი სუნი, მწერები  და დაჭაობებული სარდაფები. პრობლემა, რომელსაც მოქალაქეები საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდებიან. ფიროსმანისა და ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები ბათუმის მერიას სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებენ. მერიამ ძველი საკანალიზაციო მილები ახლით რამდენჯერმე ჩაანაცვლა, თუმცა საკითხი დღემდე გადაუჭრელია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებს თანადაფინანსებით აწესრიგებენ და ამხანაგობის თავამჯდომარემ მერიას პროექტი უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ტენდერს გამოაცხადებენ.