მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ზუგდიდის მერიამ 29 965 ლარი გამოყო

მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ზუგდიდის მერიამ 29 965 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გასაწევი მომსახურება გულისხმობს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე და უპატრონო ცხოველთა იზოლირებას ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით – ლასოთი/ბადით და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანას სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით და განთავსებას შენობაში, ან ვოლიერებში;

გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაში იქნება თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ მათი დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე; სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით); პროცედურის შესრულების შემდგეგ მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ასევე, კომპანიას დაეკისრება უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის, ან სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანაც.

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება ეტაპობრივად, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. მომსახურება უნდა გაწიოს არანაკლებ თვეში 2-ჯერ, მოთხოვნის შესაბამისად.

მიუსაფარი ცხოველების დაბინავების პრობლემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკვე წლებია აქვს. ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენება მოქალაქეებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მერიაში განაცხადეს, რომ ფინანსები ამისათვის არ არსებობს.

ამასთან, ცნობილია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს და 2019 წელს ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონში აშენდება.

მსგავსი სიახლეები
სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება თავშესაფარში გადაყვანასთან ერთად, ცხოველების მოვლა-კვებას, ვაქცინაციას,
ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორებმა გამოცემა "რადიო მოზაიკას" განუცხადეს, რომ "ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი გადაწერილია". მათი თქმით,
თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრი არ აქვს. პრობლემა, რომელიც ბათუმში დღემდე მოუგვარებელია. ინფორმაციას TV25
გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ცხოველთა უფლებადამცველი და ვეტერინარი ირმა მთიულიშვილი შესაბამისი სახლების დამზადებას გეგმავს. რის შესახებაც
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. უწყების ცნობით, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში
წინა სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო.
ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტოს სამსახურის უფროსის, ნანი მიქენაიას განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობისთვის ფული
წინა სტატია არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას იწყებს. მიუსაფარი ცხოველების მონაცემების შეკრებას ორგანიზაცია მოხალისეების დახმარებით
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, გორში და გორის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა მიუსაფარი
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისათვის 16 949 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
თელავის მერიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობის პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. როგორც
სამცხე-ჯავახეთში, შესაძლოა, მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, ქალაქ სამტრედიის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები სპეციალურ
ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის პროცესი დაიწყო. ინმეწარმე გიორგი მაღლაფერიძის თქმით, რომელმაც ზუგდიდის მერიის მიერ მეოთხედ
"თელავში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა. ინფორმაციას
%d bloggers like this: