ყვარლის მერიასა და ბელორუსიის რესპუბლიკის კრუპსკის რაიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

696

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბელორუსიის რესპუბლიკის კრუპსკის რაიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანს სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობა წარმოადგენს. მერიაში განმარტავენ, რომ მემორანდუმის თანახმად მხარეები ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობას განავითარებენ.