ჯაფარიძე: რამდენიმე დღეში წესი-ურავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება

771
სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

რამოდენიმე დღეში წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომელზეც 23 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად, მხოლოდ რეგფონდიდან რეგიონში 9 941 311 ლარის ღირებულების 13 საინვესტიციო პროექტია დაფინანსებული. 2019 წელს კი, ამბროლაურში დამატებით 1 590 000, ლენტეხში 1 925 000,  ცაგერში 1 150 000, ხოლო ონში 2.7 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები იგეგმება.

ასევე, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ამბროლაურის, ლენტეხისონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ჯაფარიძის თქმით, 2017-2018 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რეგიონში ასფალტის საფარი 79კმ-ზე დააგო და ამ მიმართულებით საერთო ჯამში 55 527 286 ლარი დაიხარჯა.