საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

846

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ გზავრობისთვის დაწესებულმა ჯარიმამ შესაძლოა მოიმატოს, – ამის შესახებ  თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. თუმცა, ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თბილსის მერია აცხადებდა, რომ ჯარიმის გაზრდა არ იგეგმებოდა.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, სატრანპორტო კომპანიამ უბილეთოდ მგზავრობისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მერიას უკვე მიმართა და ამჟამად საკითხი განხილვს ეტაპზეა.

„იმისთვის, რომ უბილეთოდ მგზავრობაზე მონიტორინგი იყოს უფრო გაძლიერებული, სატრანსპორტო კომპანია საჯარიმო სანქციების გადახედვის ინიციატივით შემოვიდა. ეს უბრალოდ განხილვის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანი განხილვა სჭირდება. კომპანის ინიციატივა გულისხმობს საკითხის პრევენციას, ანუ იმას, რომ გამორიცხული იყოს ბილეთის არ აღების შემთხვევები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციების გამკაცრება არ შეეხება კეთილსინდისიერ მგზავრებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 26 კატეგორიაზე გათვალისწინებული შეღავათით კვლავ შეძლებენ მგზავრობას.
ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია.

წყარო: ინტერპრესნიუსი