ჩუღურეთის რაიონში სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

689

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამ მისამართზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები წინამძღვრიშვილის N 73/22, მარჯანიშვილის N 4 და ტოვსტონოგოვის N11-ში მიმდინარეობს.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს “დგარი“ აწარმოებს, პროექტის ღირებულება კი 55 351 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.