სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 968 ათასი ლარი დაიხარჯება

550

წინა სტატია

“სოფლის ხმარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის 968 ათასი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

თანხა გადანაცილებულია სამოცდაოთხივე სოფელში. მერის თქმით, კრებები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა და ამ ეტაპზე მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. კრებების შედეგად, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტები მაისამდე უნდა გამოვლინდეს, რის შემდეგაც მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.