სამცხე-ჯავახეთის ა(ა)იპ–ებში 370 177 ლარის პრემია–დანამატი გაიცა

739

2018 წელს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების თანამშრომლების პრემია-დანამატებისთვის 370 177 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 12 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებს და ყველაში ერთად 775 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის, 29 ხელშეკრულებითაა აყვანილი. 2018 წელს, პრემია-დანამატები ხუთ ა(ა)იპ-ში გაიცა და 160 043 ლარი ასე გადანაწილდა: ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება – 82 741 ლარი; ახალციხის ციხე – 46 584 ლარი;  კულტურის დაწესებულებების გაერთიანება – 17 747 ლარი; სათნოების სახლი – 3 120 ლარი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – 9 850 ლარი;

როგორც ახალციხის მერიიდან გამოცემა “სამხრეთის კარიბჭისთვის” წერილობით მიღებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ახალციხის ციხეზე პრემიები აქტიურ ტურისტულ სეზონზე თანამშრომლების წახალისების მიზნით გაიცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კი დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისათვის.

პრემია-დანამატების ოდენობა 2019 წლის ბიუჯეტით, გათვალისწინებული მხოლოდ ორი ა(ა)იპ-ისთვისაა. ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბისთვის 1 000 ლარი, ხოლო ახალციხის ციხისთვის 10 000 ლარია გაწერილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 16 ა(ა)იპ-ში 794 ადამიანია დასაქმებული და მათ შორის, 50 ხელშეკრულებით აყვანილია. ჯამში, 2018 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პრემიის სახით 105 011 ლარი ათმა ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა მიიღო: ბორჯომის გარეგანათება – 8 625 ლარი; საბიბლიოთეკო გაერთიანება – 720 ლარი; სკოლამდელი დაწესებულები – 40 190 ლარი; სამუსიკო სკოლა – 440 ლარი; კულტურისა და ხელოვნების ცენტრი – 10 314 ლარი; სასპორტო სკოლა – 5 017 ლარი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – 8 220 ლარი; დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური – 600 ლარი; ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი – 22 860 ლარი; საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 8 025 ლარი;

2019 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში პრემია-დანამატებს, ბიუჯეტში გაწერილი თანხის მიხედვით, მხოლოდ ერთი, დასუთფავებისა და კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ი 12 000 ლარის ოდენობით მიიღებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის 11 ა(ა)იპ-ში 319 თანამშრომელია დასაქმებული, მათგან 11 შტატით მუშაობს, 308 კი ხელშეკრულებითაა აყვანილი. გასულ წელს აქ პრემია 17 236 ლარი სამ ა(ა)იპ-ში ასე გადანაწილდა: კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური – 10 700 ლარი; კომპლექსური სასპორტო სკოლა – 6 500 ლარი; მთავარი ბიბილიოთეკა – 36 ლარი გაიცა;

რამდენი ა(ა)იპ-სთვის გაწერს ნინოწმინდის მერია მიმდინარე წელს პრემია–დანამატებს უცნობია. მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ კითხვაზე გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” პასუხი ვერ მიიღო.

ასპინძის მუნიციპალიტეტში 10 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებს და 216 თანამშრომელია დასაქმებული. გასულ წელს პრემია-დანამატები ხუთ მათგანში გაიცა. 23 658 ლარი ხუთ ა(ა)იპ-ში ასე გადანაწილდა: პრემია ასპინძის სასპორტო გაერთიანება– 4 948 ლარი; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი – 1 080 ლარი; ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – 9 530 ლარი; გარეგანათება – 3 750 ლარი; მელიორაცია და სოფლის სასმელი წყალი – 4 350 ლარი;

მიმდინარე წელს ასპინძის მერიას ა(ა)იპ-ებისთვის პრემია-დანამატები ბიუჯეტიდან გაწერილი არ აქვს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 14 ა(ა)იპ-ი მუშაობს და 515 ადამინია დასაქმებული, მათგან 22 ხელშეკრულებითაა აყვანილი. 2018 წელს პრემია დანამატისათვის 56 313 ლარი 11 ა(ა)იპ-ის თანამშრომლებისთვის გაიცა: საბავშვო ბაღების გაერთიანება – 21 040 ლარი; საკლუბო გაერთიანება – 3 061 ლარი; სააშუღო სკოლა – 88 ლარი; საბიბლიოთეკო გაერთიანება – 360 ლარი; მომავლის სახლი – 728 ლარი; მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – 1 515 ლარი; დახურული საცურაო აუზი – 69 ლარი; სპორტული კომპლექსი – 1 410 ლარი; სპორტული სკოლა – 6 885 ლარი; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – 157 ლარი; სერვისცენტრი – 21 000 ლარი;

თუ რამდენი ა(ა)იპ-სთვისაა გაწერილი მიმდინარე წელს პრემია–დანამატები მერიისგან გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” პასუხი ვერ მიიღო.

ადიგენის მუნიციპალიტეტში რვა ა(ა)იპ-ია. აქ 243 თანამშრომელი მუშობს და მათგან 26 ხელშეკრულებითაა აყვანილი. შარშან 7 916 ლარის პრემია–დანამატი სამ ა(ა)იპ-ში გაიცა: წყალმომარაგება – 3 792 ლარი;  სამუსიკო სკოლა – 3 015 ლარი; მთავარი ბიბლიოთეკა – 1 109 ლარი;

ადიგენის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებსთვის პრემია დანამატები 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისიწნებული არ არის.

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდი 2018 წელს 10 259 789 ლარით იყო განსაზღვრული.