ნაძალადევის რაიონში 15 მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

939

ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15 მისამართზე მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ერთ-ერთი პროექტი ც. დადიანის ქუჩა N65-ში ხორციელდება, სადაც წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება – მოეწყო რვა საკომუნიკაციო ჭა და მილები 276 გრძივ მეტრზე იცვლება. კორპუსში 108 ოჯახი ცხოვრობს.

“რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელ შენობებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დადიანის N65-ში 12-სართულიანი კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია სრულდება, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე  ასფალტის საფარი დაიგება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვის ბიუჯეტიდან 49 070 ლარი გამოიყოფა.