კალაძე: 2019 წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი

მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბაგა-ბაღების მშენებლობის მიზნით, უპრეცედენტოდ მაღალი თანხა – 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.

დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაგა-ბაღით სარგებლობას 300-მდე აღსაზრდელი შეძლებს და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით.

“დიღმის მასივში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ. აღნიშნული მიმართულების მოწესრიგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი რეფორმის შედეგად საბავშვო ბაგა-ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. დღეს თბილისის ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია და ხშირია შემთხვევა, როცა ამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებაა მიღებული. აშენდება ათამდე საბავშვო ბაღი, რამდენიმე ავარიულ ბაღს დემონტაჟი ჩაუტარდება და თავიდან, სტანდარტების დაცვით აშენდება, ხოლო რვა ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, მთლიანად განახლდება სათამაშო მოედნები. ბაღი, რომლის მშენებლობაც დღეს დავიწყეთ, 300 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობის დროს გათვალისწინებული იქნება ევროპული სტანდარტები“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქში ცხრა საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა უკვე დაწყებულია, შემოდგომისთვის კი, ოთხი საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას შეძლებს. ასევე, დაგეგმილია ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, 12 ბაღის შენობის დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღების აშენება. გარდა ამისა, ორი მოქმედი ბაღის ეზოში დამატებითი ფლიგელები აშენდება.

მსგავსი სიახლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიას ექვს ჯგუფიანი საბავშო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის 1 009
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 3 379
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომლის რეაბილიტაციასაც 174 888 ლარი მოხმარდება,
წინა სტატია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხზე უახლოეს მომავალში პრემიერმინისტრს მამუკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. როგორც ზუგდიდის მერიაში
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მის წინამორბედს, მაჟორიტარ ზაქარია ქუცნაშვილს თავისი ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს და
2019 წელს გორის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 11 მილიონ ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერია
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადენ, 180 ბავშვზე
ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე N2 საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდიანრეობს. ბაღში 5 ჯგუფი იფუნქციონირებს და 125 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი ორგანიზაცია - ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ შუადმგომლობით, ყაზბეგის მერიისა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში 2017 წელს გახსნილ საბავშვო ბაღს არ გააჩნია ეზო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამასთან, შენობა არ
წინა სტატია გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2019 წელს
ადგილობრივი ბიუჯეტების სიმწირის გამო მუნიციპალიტეტებში 60 ახალ საბავშვო ბაღს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს. ამის შესახებ საქართველოს
ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება. კერძოდ, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს  პირველი სართულის იატაკის
წინა სტატია გორში სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა კვლავ დაიგეგმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს
%d bloggers like this: