საბურთალოზე წყალარინების მოწყობა 4, სადარბაზოების რეაბილიტაცია კი 7 მისამართზე მიმდინარეობს

698

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, წყალარინების ქსელის მოწყობა 4, ხოლო სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები კი შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, მიცკევიჩის ქ. N15, ბახტრიონის ქ. N12ა და N16, დები იშხნელების ქუჩა N4, დიდი დიღომი, ბრწყინვალეს ქუჩა N21.

გარდა ამისა, საირმის N11, თამარაშვილის N17, დიდი დიღომი, მე-3 მიკრორაიონის კორპუსი N 3, ბრწყინვალეს ქუჩა N 5ა და თავდადებულის ქუჩა N 6-ში დაწყებულია ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია.

ამასთან, დასრულდა ქანობიანი სახურავის შეკეთება გამრეკელის ქუჩა N6-ში, ჭიათურის ქუჩა N17-ში კი მიმდინარეობს.

ასევე, ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.