უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებსა და ბლოგებს გამოაქვეყნებენ (ვიდეო)

601

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები სტუმრობენ. მედიატურის ფარგლებში ისინი ბათუმის ტურისტულ ადგილებს, მტირალას ეროვნულ პარკსა და კურორტ გოდერძის მოინახულებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ასევე, ჟურნალისტები ქედის მუნიციპალიტეტს ეწვევიან, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. მედიატურის შედეგად, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები და ბლოგები უკრაინის წამყვან მედიაპლატფორმებზე ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნდება.