ქუჩები ბათუმში, რომლის რეაბილიტაციაზეც 36 მილიონზე მეტი დაიხარჯება

3249

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობისთვის მიმდინარე წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯტში 36 094 000 ლარია გათვალისწინებული.

როგორც მერიაში განმარტავენ, მიმდინარე წელს ე.წ. ჭაობის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქუჩების, შესახვევებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია: გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა (ლადო ასათიანის ქუჩიდან  ბაგრატიონის ქუჩამდე), ლუკა ასათიანის ქუჩა (ვარშანიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე), ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა (ლადო ასათიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე) ივანე ჯავახიშვილის ქუჩა (ორბელიანის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე), ბაგრატიონის ჩიხი, თევრათ გორგილაძის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა და ჩიხი, ლუკა ასათიანის შესახვევი, მამია ვარშანიძის შესახვევი, ლევან გელაძის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ჩიხი და II შესახვევი, ნანა გვარიშვილის ქუჩა, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N109-113-ის მონაკვეთი
ურეხის ქუჩა და ჩიხი, დემეტრე თავდადებულის შესახვევი, აჭარისწყლის შესახვევი, გონიოს ქუჩა, ასევე, ილია ჭავაჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთები.

ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ქუჩებზე: სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ჩოლოყაშვილის I და II შესახვევები; ბაგრატიონის შესახვევი;

ხოლო დასრულების ეტაპზეა აკადემიკოს მამია კომახიძის, სევასტოპოლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კეთილმოწყობა.

ასევე, როგორც მერიაში აცხადებენ, მალე დაიწყება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის კეთილმოწყობა და მ. ლერმონტოვის ქუჩის
მონაკვეთი ორბელიანიდან გენერალ აბაშიძის ქუჩამდე (ხორცკომბინატის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე არხის მოწყობა).

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა: მაიაკოვსკის I, III და IV ჩიხები; ს. მესხის III ჩიხი; ი. გოგოლის შესახვევი; თ. სახოკიას ქუჩა; რ. თაბუკაშვილის ქუჩა; კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიწრო ჩიხები; ალ. ჩხაიძის ქუჩა; იოსელიანი ქუჩა; ერისთვის შესახვევი და მეორე ჩიხი; ა. ნოღაიდელის ქუჩა; იაშვილის ქუჩა; კაიკაციშვილის ქუჩა; იუნკრების ქუჩა; დადიანის ქუჩა; ე. თაყაიშვილის ქუჩა.;

ამ დროისთვის კეთილმოწყობის სამუშოები უკვე დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს მაიაკოვსკის, დ. ჭონქაძის, გ. წერეთელის, გ. ვოლსკის, ს. მესხისა და ნ. ნიჟარაძის ქუჩებზე.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს კეთილმოეწყობა შემდეგი ქუჩები, ჩიხები და მონაკვეთები: აფსაროსის გზატკეცილის II ჩიხი და III შესახვევი; ანდრია პირველწოდებულის ქ. #120-დან #122-მდე მონაკვეთი, ასევე, #3, #4, #6;  ანდრია პირველწოდებულის II, III, IV, VI, VII ჩიხები და III შესახვევი; მატათა მოციქულის ქუჩა; მეფე მირიანის ქუჩა, ასევე, I და III ჩიხები; სვიმონ კანანელის N3 ჩიხი, სვიმონ კანანელის ქ. #15, #17, #19, #70, სვიმონ კანანელის I შესახვევი, I და II ჩიხები; წმინდა ნინოს I ჩიხი; კახაბრის ქუჩა; ხახულის მეორე შესახვევი; ნუცუბიძის პირველი ჩიხი და მეორე შესახვევი; გენ. ა. აბაშიძის ქუჩა (ბაგრატიონის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩამდე); ხიხანის ქუჩა; აკ. ვახტანგ შამილაძის ქუჩა;ივ. ჯავახიშვილის ქუჩა (ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე); ჟილინის არხის მიმდებარე ქუჩა;  თამარის დასახლება, სახლი #29-ის მიმდებარედ მშენებარე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა; ძმები ნობელების ქუჩის მონაკვეთი; ანგისის პირველი შესახვევის მონაკვეთები; აეროპორტის გზატკეცილი #238-დან #252-მდე; აეროპორტის გზატკეცილი #219-დან #235-მდე;

ასევე გათვალისწინებულია ე.წ. “ბარცხანის“ ხიდის რეაბილიტაცია;