სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ქედის მუნიციპალიტეტისთვის 740 000 ლარია გამოყოფილი

636

წინა სტატია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ქედის მუნიციპალიტეტისთვის 740 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

აღნიშნული პროექტი ქედის 63 სოფელში განხორციელდება, საჭიროებებს კი ადგილობრივები თავად განსაზღვრავენ. რომელი ინფრასტრუქტურული პრექტია სოფლისთვის მნიშვნელოვანი, ეს კრებებზე გადაწყდება.

პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია, გზების, ხიდების, სანიაღვრე არხების, სასმელი და სარწყავი წყლის, ამბულატორიების, სკვერების  და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.