თბილისის 47 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში სათამაშო მოედნები და პანდუსები მოეწყობა

1498

საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ დედაქალაქში მდებარე ყველა ბაღის ეზოს მდგომარეობა აღწერა, შესაბამისი პროექტები დაგეგმა და მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტები ეზოებში არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას და საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობას, ასევე, 21 საბავშვო ბაღში პანდუსების, მათგან სამ ბაღში კი ამწე პანდუსების დამონტაჟებას ითვალისწინებს.

“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად ახორციელებს ბაგა-ბაღების მონიტორინგს და აღნუსხავს ყველა საჭიროებას. სწორედ, ამ მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტს. მნიშვნელოვანია, როდესაც უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შენობის შიგნით და ამ კუთხითაც არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, თუმცა, ასევე, აუცილებელია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ შენობების ადაპტირება და ეზოების კეთილმოწყობა, სადაც ჩვენი პატარები დღის გარკვეულ ნაწილს ატარებენ. ორმოცდაშვიდ ბაგა-ბაღში განსახორციელებელ პროექტებზე ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერები და გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, დაიწყება კონკრეტული სამუშაოები,“ – განმარტავს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

ეზოების კეთილმოწყობა N216, N40, N91, N92, N23, N24, N22, N46, N5, N119, N34, N9, N90, N95, N123, N205, N181, N51, N150, N152, N182, ნ45, N115, N7, N16, N18, N121, N76, N65, N86, N208, N39, N42, N87, N94, N107, N151, N153, N166, N185, N190, N196, N210, დიდი ლილოს, ნასაგურის, პატარა ლილოსა და ტაბახმელას ბაგა-ბაღებში იგეგმება.