ხმალაძე: ტაქსების რეფორმის გაპროტესტება ჩვენთვის მიუღებელია

892

წინა სტატია

თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები ახალი რეგულაციების გადავადებას და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ უპასუხა.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომზადდა და დედაქალაქის მთავრობა ტაქსების მძღოლების ნაწილის მიერ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

“ჩვენთვის მიუღებელია ამ რეფორმის გაპროტესტება. რაც შეეხება იმას, რომ გადაღებვის ხარჯებს ვერ ფარავს ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი, ამას ვერ დავეთანხმები. ვაუჩერი ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა სხვა შეკეთებასაც საჭიროებს, ეს უკვე მანქანის მესაკუთრის საქმეა. ჩვენ ვნახეთ უკვე გადაღებილი მანქანები და დადასტურებულია, რომ ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი სრულად ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს”, – განაცხადა თბილისის ვიცემერმა.

ირაკლი ხმალაძემ დასძინა, რომ მერია ტაქსის მძღოლებთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის.