თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ

1

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლები მერიის მიერ შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა თბილისის მერთან ან მის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებაა. მათი თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება და არ მოხდება მოლაპარაკება რეგულაციების გაუქმებასთან დაკავშირებით.

აქციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა და აჭნიშნა, რომ ტაქსების რეფორმა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომზადდა და დედაქალაქის მთავრობა ტაქსების მძღოლების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება. ამ პერიოდიდან, დედაქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალმა“ ტაქსებს მხოლოდ იმ მძღოლებს გადაუღებავს, რომლებიც თანახმა იქნებიან კომპანიის რეკლამა ავტომანქანაზე 2 წლის განმავლობაში განათავსონ. მერიის პირობების თანახმად, ტაქსით მომსახურების გაწევა მხოლოდ 5-კარიან და მარცხენასაჭიანი ავტომობილებს ექნებათ, რომლებსაც გავლილი უნდა ჰქონდეს ტაქსის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაცია და ტექდათვალიერება.