ახალციხის მერიას 13 ახალი თანამშრომელი ჰყავს

847

წინა სტატია

ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგად შერჩეული 13 თანამშრომელი 18 მარტიდან სამსახურეობრივი უფლებამოვალეობის შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერია კონკურსის წესით დანიშნული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას წერილობით ითხოვს, შესაბამისად, ამ დრომდე ახლადდანიშნული თანამშრომლებიდან მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ია გოგატიშვილის ვინაობაა ცნობილი.

ახალციხის მერიას კონკურსი 17 პოზიციაზე ჰქონდა გამოცხადებული, საიდანაც ოთხი პოზიცია ჯერაც ვაკანტურია,

ვაკანტურია: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში.

როდის გამოცხადდება კონკურსი თანამშრომლების შესარჩევად უცნობია.