სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობა შენდება

891

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოს მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი

“უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება. შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი შენობის გახსნისთანავე, განახლდება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკი”, – აცხადებენ სიღნაღის მერიაში.