სოფელ ზეგაანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

807

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში განაცხადეს, სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო.
„დასრულებულია 280 მეტრის გზის მონაკვეთი, ამის პარალელურად დაიწყო ვაჩნაძიანში 400 მეტრი გზის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია“, – აცხადებენ ბიუროში.

ზეგაანის გზის რეაბილიტაციისთვის – 77 620 ლარი, ხოლო ვაჩნაძიანის გზისა და სანიაღვრეებისთვის 111 982 ლარია გამოყოფილი.

წყარო: სპექტრი

ფოტო: სპექტრი