სენაკის მუნიციპალიტეტს 4 181 471 ლარის ღირებულების 20 პროექტი დაუფინანსდა

1115

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სენაკის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 20 პროექტი 4 181 471 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა 277 780, ჭყონდიდელის, რუსთაველის (ჟიული შარტავას სახელობის პარკი), რუსთაველის (N7 საჯარო სკოლა) და მშვიდობის (მექანიკური ბინები) ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას 238 221, მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციას (გადახურვა, ფასადები, ეზოს კეთილმოწყობა) 455 045, ნუცუბიძის განშტოების ასფალტირებას კანკიას ქუჩამდე 53 616, ჩხეტიას ქუჩის I ჩიხის ზედა მონაკვეთისა და სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას კი  216 373 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობისთვის 221 841, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობისთვის (აკ.ელიავას ქუჩა) 230 589, ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 616 182, თედო სახოკიას ქუჩის ასფალტირებისთვის 193 367, ცენტრალური სტადიონის სარემონტო სამუშაოებისთვის 139 954, თბილისის ქუჩის II შესახვევში (დ. აღმაშენებლის ქუჩამდე) რკინა-ბეტონის და ასფალტობეტონის საფარის მოწყობისთვის 99 927 ლარი დაიხარჯება.

სოფელ კოტიანეთის ზემო კოტიანეთის საავტომოილო გზის ასფალტირებისთვის 185 250, სოფელ სახარბედიოში საუბნო გზის ასფალტირებისთვისა და კიუვეტის მოწყობისთვის 78 611, სოფელ რეკადან სოფელ ბათარიის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობისთვის 242 278, სოფელ წყემის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობისთვის 171 ათასი, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის II ეტაპის სამუშაოებისთვის 170 610, კოლხეთის ქუჩის ასფალტირებისთვის 250 074, სოფელ დიდი ხორშის ცენტრალურ გზაზე ხიდის რეაბილიტაციისთვისა და სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე რკინაბეტონის საფარის მოწყობისთვის 120 734 ლარი გამოიყო.

ასევე, ნ.კანკიას ქუჩის II შესახვევის, ნუცუბიძის ქუჩის დამაკავშირებელი ხოფერიას ქუჩამდე გზის მონაკვეთის ასფალტირება და ქუთაისის ქუჩის ბოლოში დედათა მონასტრის მიმდებარედ რკ. ბეტონის საფარის მოწყობა რეგფონდიდან 96 519 ლარით, ხოლო ძვ. სენაკის ადმინისტრაცოიული ერთეულის კოტიანეთის სასფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე ხიდბოგირის მოწყობა 123 500 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 4 401 540 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ზუგდიდის, აბაშის, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში.