ხობის მუნიციპალიტეტს 5 პროექტი 2 750 240 ლარით დაუფინანსდა

917

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ხობის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 2 750 240 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, გზის რეაბილიტაციას ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 760 ათასი, სოფელ გაშფერდში ( სასაფლაომდე მისასვლელი გზა) 185 240, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ( შიდა სასოფლო გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა) 570 ათასი ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 760 ათასი ლარი დაიხარჯება. ხოლო ქალაქ ხობში ცენტრალური პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 475 ათასი ლარი გამოიყო.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 894 990 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ზუგდიდის, აბაშის, მესტიისწალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში.