შემოდგომიდან ურეკის მოსახლეობა წყლისა და კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

157

წინა სტატია

დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების ცენტრალური სისტემა დღემდე არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ურეკს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი, გამართულ ინფრასტრუქტურა ექნება და 3 000-მდე ადგილობრივი და იქ ჩასული ათასობით დამსვენებელი 24-საათიანი წყალმომარაეგბით ისარგებლებს.

“აღსანიშნავია, რომ დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. შედეგად, მნიშვნელოვნად შეამცირდება შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოს საერთო ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, პროექტებს აზიის განვითარების ბანკი (ADB ) აფინანსებს”, -განაცხადეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

შესრულებული სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილესთან, ირაკლი ურუშაძესთან და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.