ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 10 სკვერის რეაბილიტაციას 168 778 ლარი მოხმარდება

671

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრქტურული პროექტს ფარგლებში, რომლისთვისაც სულ 168 778 ლარი უნდა დაიხარჯოს, მუნიციპალიტეტში 10 სკვერი განახლდება.

როგორც ხარაგაულის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათების სისტემის, ძელ-სკამებისა და დაზიანებული ბორდიურების აღდგენა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჭედა” აწარმოებსბს, ხოლო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.

ამასთან, ცნობილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 19 პროექტი 4 200 000 ლარით დაუფინანსდა.