ზუგდიდის მერია თაიგულების შესაძენად 4 825 დახარჯავს

1189

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის თაიგულებისა და ყვავილების შესყიდვაზე 4 825 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დაამზადოს 3 ცალი ყვავილების გვირგვინი ატლასის ლენტით, 1 ცალი ტიტების გვირგვინი, ასევე, ატლასის ლენტით, 8 ცალი ყვავილების თაიგულის სასაჩუქრე კომპოზიცია და 20 ცალი ყვავილების გვირგვინი ატლასის ლენტით.

განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისთვის კი უნდა დაამზადოს, ასევე, 1 ცალი ტიტების გვირგვინი ატლასის ლენტით, 25 ცალი თაიგული ვარდით, 19 თაიგული სხვადასხვა ყვავილებით და 10 ცალი მხოლოდ ვარდის თაიგული.

ხოლო მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისთვის 14 ცალი სხვადასხვა ყვავილების გვირგვინი უნდა დაამზადოს.

ტენდერი 15 მარტს გამოცხადდა და 25-ში დასრულდება.