საკრებულოს სხდომა, სადაც გენგეგმა უნდა დაამტკიცონ, ხმაურით მიმდინარეობს

1144

წინა სტატია

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის გენგეგმას განიხილავენ და დღესვე უნდა დაამტკიცონ, ხმაურით მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მოწათსარგებლობის გენერალურ გეგმას იწუნებს.

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და მოუწოდა, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ გენგეგმა მართლაც კარგია.

“თუ ის არ წაგიკითხავთ ბოტანიკურ ბაღში რა ხდება, დანარჩენ ქალაქში რა ხდება ის როგორ დაგიჯეროთ. ხომ გინდათ რომ მხარი დაგიჭიროთ, დაგვარწმუნეთ ამაში. ის, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზია და გზადაგზა გაასწორებთ, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება”,- მიმართა ხაბეიშვილმა ტყემალაძეს.

თავის მხრივ, გიორგი ტყემალაძემ ლევან ხაბეიშვილს ფანტაზიის უნარი მოუწონა.

“გაოცებული ვარ შენი ფანტაზიის უნარით. რამდენი მოასწარი ამ მოკლე დროში. გასაგებია, რომ ცდილობ ყურადღება უარყოფით კონტექსტში გადაიტანო”,- აღნიშნა ტყემალაძემ.

აღნიშნულის შემდეგ კი, საკრებულოს უმრალესობის წევრმა რევაზ სოხაძემ ლევან ხაბეიშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაზეც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას დოკუმენტები გააჩნია.