გორის სოფელ ახალხიზს ბეთლემის სახელი მიენიჭა

675

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 11 მარტს სოფელ სოფელ ახალხიზს ბეთლემის სახელი მიენიჭა.

“გორის მერიამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა და სოფლისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების ინიციატივით წარმომადგენლობით ორგანოს 2018 წლის ოქტომბერში მიმართა”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, არქივში მოძიებული მასალების მიხედვით, დასახლება ბეთლემის სახელწოდებით ბოლოს, დაახლოებით, ერთი საუკუნის წინანდელ ჩანაწერებში გვხდება.

ბეთლემი, სადაც ამჟამად 130 – მდე ოჯახი და 400 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გორიდან 7 კილომეტრში, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. სოფელი შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 630 მეტრზეა გაშენებული.