გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ასფალტის საფარის მოსაწესრიგებლად 2 661 800 ლარი დაიხარჯება

599
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი

გამყოფი ხაზის მიმდებარე 4 სოფელში ასფალტის საფარის მოსაწესრიგებლად 2 661 800 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

კერძოდ, ასფალტის ახალ საფარა სოფელ დიცში, ქორდში, არბოსა და მერეთში დააგებენ.

როგოც გორის მერიაში განმარტავენ, გზის სიგრძე 5,6 კმ შეადგენს და მოიცავს, როგორც სოფლებს შორის დამაკავშირებელ ნაწილს, ისე შიდა სასოფლო, თუმცა ცენტრალურ მონაკვეთებს.

კომპანიებმა, რომლებსაც აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების წარმოება სურთ, წინადადებების შეთავაზება დღეს დაიწყეს.