თოჯინების თეატრი ჭერის შესაკეთებლად დახმარებას ახალციხის მერიას სთხოვს

ახალციხეში, ახლადგარემონტებულ თოჯინების თეატრში, წვიმიან ამინდებში წყალი ჩადის. თეატრის ადმინისტრაციამ მერიას შეკეთების თხოვნით წერილობით მიმართა. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“რამდენიმე დღის წინ განცხადება დავწერე ახალციხის მერიაში, ვიცი რომ დაგვეხმარებიან და გაგვიკეთებენ დაზიანებულ სახურავს“, – ამბობს ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი რუსუდან სისაური.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ “თოჯინების თეატრს უახლოეს დღეებში დაეხმარებიან”.

ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში სახურავი, საიდანაც შენობაში წყალი ჩადიოდა შეაკეთეს, თუმცა ახლა სახურავის სხვა ნაწილი დაზიანდა და ამჯერად თოჯინების შესანახი ოთახი და გარდერობი ზიანდება.

მსგავსი სიახლეები