რუსთავს რეგფონდიდან 7 724 144 ლარის ღირებულების 10 პროექტი დაუფინანსდა

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

რუსთავის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 10 პროექტი 7 724 144 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ რუსთავში გარეჯის ქუჩის გაგრძელებისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის ა/ბეტონის საფარისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას 2 638 466 ლარი, ხოლო მარცხენა სანაპიროს გზების, ტროტუარებისა და ეზოების საფარის რეაბილიტაციასა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას 1 823 444 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის რეაბილიტაციისთვის 608 182, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ე.წ.”ჩიკაგოს” სკვერის რეაბილიტაციისთვის კი 1 125 431 ლარი დაიხარჯება.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქუთაისის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაცია 254 135, მე-18 და მე-19 მიკრორაიონის დამაკავშირებელლი გზების მოწყობა 413 775, N27 საბავშვო ბაღი შენობის გამაგრება (მესხ.მე-3-ე N4ა) 262 991, ხოლო N17 ბაღის შენობის ფლიგელების დამაკავშირებელი დერეფნის რეაბილიტაცია 88 054 ლარით დაფინანსდა.

ამასთან, გოგებაშვილის ქუჩისა და მისი მიმდებარე ეზოების (გოგებაშვილის N3,5,7 ოდიშარიას N30 მშენებელთა N22,24,26 ბოსტანქალაქის N17,19,21) ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაციისთვის რეგფონდიდან 326 601 ლარი, ჭყონდიდელის დასახლებაში გზების, ტროტუარების და ეზოების საფარის რეაბილიტაციისთვისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობისთვის კი 183 065 ლარი გამოიყო.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 8 151 209 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან წალკისბოლნისისთეთრიწყაროსდმანისისგარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

მსგავსი სიახლეები
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ხმელი ხეების მოხატვა და სხვადასხვა კომპოზიციით გაფორმება დაიწყეს. ერთი თვის
რუსთავში დავით აღმაშენებლის გამზირსა და ქუთაისის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში,
რუსთავში მარცხენა სანაპიროზე დავით გარეჯის ქუჩის გაგრძელებისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც
რუსთავის მერიამ, ძველ რუსთავში, გოგებაშვილის ქუჩასა და მის მიმდებარე ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული
წინა სტატია რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში თანამედროვე გადახდის სისტემები და ელექტრო ტაბლოები დაამონტაჟეს. "კომპანია "ინტერტრანსი"
მოსახლეობის პროტესტი და მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, არ არის სამართლიანი, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, რუსთავში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. პროექტი მარცხენა სანაპიროს სხვადასხვა უბანში, გზების,
წინა სტატია რუსთავის მერიაში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონკურსის
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ბეტონის ბორდიურები
რუსთავში ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ  ე.წ. "ჩიკაგოს” სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთავში 1 000 აივანზე ყვავილებით სავსე ქოთნები განთავსდება. მაჭორიტარმა
რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდი ახალი განათების სისტემით აღჭურვა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. ხიდის
სტატიის გაგრძელება რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა "ინტერტრანსის" კუთვნილ ყვითელ მიკროავტობუსში თანამედროვე გადახდის სისტემებსა და ელექტრო ტაბლოებს
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რუსთავის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რუსთავში ბათუმის ქუჩაზე მდებარე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სადგური
%d bloggers like this: