საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე დასასვენებელ სივრცეებს აწყობენ

საბურთალოს რაიონში, იოსებიძის ქუჩა N65-ში, ვაჟა-ფშაველას შესახვევის N3-სა და ფანასკერტელის ქუჩა N16-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც გამგეობასი განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიებზე საბავშვო ატრაქციონი, გარეგანათების ბოძები და სკამები დამონტაჟდება. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

მათივე ცნობით, სამივე პროექტის ღირებულება 206 372 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები